ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს რევანშის მცდელობაში ადანაშაუელბს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც ე.ს სამუშაო ვიზიტით ენგურის ხიდზე იმყოფებოდა აცხადებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, რის შემდეგად აფხაზეთში რევანშისთვის მოემზადება. ე.წ მინისტრი რუსეთთან მეგობრობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ
რუსი მეგობრები აფხაზებს უსამართლობის დაძლევაში ეხმარებიან. ე.წ მინისტრი რუსეთ უკრაინის ომზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ქართული რადიკალური ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს იბრძვიან.