მიხეილ სააკაშვილის წარმომადგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი სოფო ჯაფარიძე ე.წ გამარჯვების კამპანიას იწყებს. პოლიტიკოსის განმარტებით, ის ქვეყნის მასშტაბით შეხვდება საზოგადოებას, მოისმენს მათ დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და გააცნობს ექსპრეზიდენტის გეგმებსაც. სოფო ჯაფარიძის პოზიციით, სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში საზოგაფოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ექსპრეზიდენტი დედა ამ ინიციატივას მიესალმება. გიული ალასანიას განმარტებით, გამარჯვებულის ფორმულის მთავარი ნაწილი მიმდინარე პროცესებში მოსახლეობის ჩართულობაა. ოპოზიციის ნაწილისთვის ამ კამპანიის შინაარსი ბუნდოვანია, თუმცა პოლიტიკოსთა განმარტებით, ნაციონალურ მოხრაობაში და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გარკვეული სახის როლს ასრულებს. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები ეწ გამარჯვების კამპანიას კრიტიკულად აფასევენ. ქართული ოცნების დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკყრი ფიგურის როლი განულებულია. ამასთან, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება დაუშვეველია.