კინემატოგრაფისტები, რომლებიც გაერთიანებული არიან „ქართული კინოს თავისუფლებისთვის“, ბოიკოტს უცხადებენ კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ „მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში“.
კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვა.
განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით "სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.