ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. უკანასკნელი ცნობებით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 114 ადამიანი, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ამ დრომდე აგრძელებენ ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნას. გავრცელებული ცნობით, მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.