რაჭაში, შოვში სტიქიის მე-19 დღეს სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ. ომის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის თქმით, სამძებრო-სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა. სამუშაოები 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს.