გამოცემა NewsWeek საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სათაურით - მე ვარ ქართველი პოლიტპატიმარი. სტატიაში მესამე პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. სტატიის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.