შოვში სტიქიის ეპიცენტრში მაშველები 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჯიმში მე-18 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით სტიქიის შედეგად 27 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან კი მხოლოდ 25-ის იდენთიფიცირება მოხერხდა. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.