დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. იუნკერებს და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.