საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, პარტია „ლელო“ რიკოთის გზასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს ავრცელებს. უწყების მტკიცებით, „ლელოს“ მხრიდან რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ გაჟღერებულ მცდარ ბრალდებებს კამპანიური ხასიათი აქვს. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბების ბურღვის მეთოდით გაყვანა,პროექტის განვითარების არცერთ ეტაპზე არ განხილულა. იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა, ხოლო 2022 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან წარმოებული დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო და სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი. გზების დეპარტარტამენტში აღნიშნავენ, რომ არანაირი იაპონური კომპანია რიკოთის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობაში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, არც უარი არ უთქვამს.