„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე ახალი მაგისტრალის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მშენებლობას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, ჩინური კომპანია, რომელიც ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს, საქართველოს მთავრობამ კორუფციული მიზნებით აირჩია. ფარულავა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობისას ადამიანი დაშავდა, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არცერთი შემთხვევა არ გამოუძიებიათ.