რუსულმა არმიამ ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს დაარტყა, არიან დაშავებულები და დაღუპულები, - ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
„ჩერნიგოვის ცენტრი დაიბომბა. დიდი ალბათობით, ბალისტიკური რაკეტით. არიან დაშავებულები და დაღუპულები“, - განაცხადა მან.
შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.
„მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს”, - დაწერა მან და დასძინა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდირებისთვის.