შოვში სტიქიის ეპიცენტრში მაშველები 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჯიმში მე-17 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით სტიქიის შედეგად 27 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან კი მხოლოდ 25-ის იდენთიფიცირება მოხერხდა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, შოვის ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონიდან დაახლოებით 60 კმ-ის მოშორებითაც მიმდინარეობს.