ესპანეთში, კანარის არქიპელაგის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლავიომ განაცხადა, რომ ხანძარი უკონტროლო გახდა და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელი გახდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით, 2 600 ჰექტარი ტერიტორია გადაწვა და ქალაქ სანტა კრუზს მიუახლოვდა.ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში 370-ზე მეტი მეხანძრე და 17 სახანძრო თვითმფრინავია ჩართული.