რუსეთი და ჩინეთი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივ სწავლებას ატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო წვრთნასთან ერთად, რუსული და ჩინური სამხედრო საზღვაო ხომალდები წყნარ ოკეანეში ერთობლივ პატრულირებას აწარმოებენ. რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა იაპონიამ. როგორც იაპონიის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შესვლამდე ექვსმა ჩინურმა და ხუთმა რუსულმა ხომალდმა იაპონიის კუნძულ ოკინავასა და მიაკოს შორის გაცურა, თუმცა ჩინეთისა და რუსეთის გემებს იაპონიის ტერიტორიული წყლები არ დაურღვევიათ.