შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის არშექმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს. ნაწილი კი ფიქრობს რომ თუ აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება, პასუხისმგებლობა საკითხის ინიციატორს ,ნაციონალურ მოძრაობას დაეკისრება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, ოპოზიციის მორიგ სპეკულაციად აფასებენ. პარალელურად, აქტიურად განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოწვევაც.