შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის არშექმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს. ნაწილი კი ფიქრობს რომ თუ აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება პასუხისმგებლობა საკითხის ინიციატორს კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას დაეკისრება. პარალელურად აქტიურად განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოწვევაც. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას.