თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე ფერდობის ხელახალ გამაგრებას აპირებს. როგორც აღმოჩნდა, ქვათა ცვენის მიზეზი დაზიანებული დამხავი ბადე გახდა, რომელმაც მიწა ვეღარ შეაკავა. ოპოზიცია თბილისის მერიას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და თბილისელების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კახა კალაძეს აკისრებს.