რუსეთის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენის შეზღუდვები დაწესდა. რუსული სამთავრობო მედია "რია" საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვები უსაფრთხოების გამო მიიღეს. მანამდე მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვში დრონი ჩამოაგდო. თავდასხმის მცდელობა დილის 04:00 საათზე მოხდა.