შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. 11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში დანიაში დაიწყოს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს პულსენმა იმედი გამოთქვამ რომ შეირაღებას უკრაინა 2024 წლის დასაწყისში მიიღებს.