ჰავაის კუნძულების გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა. ჰერმან ანდაიამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი კრიტიკის ფონზე მიიღო. გადაუდებელი სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს განგაშის სიგნალის დაგვიანებით გააქტიურებაში სდებენ ბრალს, რის გამოც ასობით ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე 80 საგანგაში სიგნალია, რომლებიც სტიქიის დაწყების მომენტში არ გააქტიურებულა. ბოლო მონაცემებით, ჰავაის კუნძულებზე ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. ამ ეტაპზე ხანძრით გადამწვარი ტერიტორიის მხოლოდ ერთი მესამედია შესწავლილი. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.