ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. იერუსალიმის პატრიარქმა მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.