შვედეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე ოფიციალურად გაზარდა. შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიას უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა გააცნო. ამიერიდან ქვეყანაში ხუთსაფეხურიანი შკალით ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე ამოქმედდება. მისი თქიმთ, ტერორისტული საფრთხის გაზრდა არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან და ის დაფუძნებულია უსაფრთხოების კუთხით არსებულ ზოგად სიტუაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, უარესდება. შვედეთის უსაფრთხოების პოლიცია მიიჩნევს, რომ შვედეთში გამართულმა აქციებმა, რომელზეც ყურანი დაწვეს ქვეყანაში შესაძლოა ტერორისტული აქტების გახშირება გამოწვიოს.