„თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. მათივე განცხადებით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება. ავღანეთის იუსტიციის მინისტრის ცნობით, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად არის აკრძალული, რადგან შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ იცავს. ცნობისთვის, „თალიბამა“ ავღანეთის მთლიან ტერიტორიაზე კონტროლი მას შემდეგ დაამყარა, რაც 2021 წლის ზაფხულში ნატო-ს ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.