საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.