მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. კვეთის უმრავლესობა - 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30% - ქართველებზე. შსს-ს სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ ქვეყნებს შორის საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 443 624-ს უტოლდება, ხოლო გამსვლელთა რაოდენობა 427 443-ია. შემდეგია თურქეთი , სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. შსს-ს ცნობით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაიკვეთა .