პარტია ლელო-საქართველოსთვის მოთხოვნამ რომ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება პროკურატურამ გადაიბაროს, ოპოზიციონერ დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საერთოდ გაუგებარია თუ რატო ითხოვს პრტია ლელო აღნიშნულ საქმეში პროკურატურის ჩართულობას. თავის მხრივ პარტია ლელოს წევრების განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმართლე არ გაირკვეს. მმართველი პარტიის წევრები კი ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკაონ და გამოძიების საბოლოო პასუხს დაელოდონ.