ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის მცხოვრებლები რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ბიძგების შედეგად სახლების კედლები დაიბზარა. რიკოთზე ადგილობრივებთან ერთად აქცია-ბრიფინგი გამართეს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. პარტია აპირებს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიებიის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართოს.