პირველად ისტორიაში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ უეფას სუპერთასი მოიგო! ამ ტურნირის ბოლო დროის ლამის მუდმივ მონაწილე სევილიასთან პენალტების სერიაში 10-დან 9 პენალტი უზადო იყო, აი, ბოლო ნემანია გუდელის შესრულებით კი ხარიხას მოხვდა.
პირეოსში უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მანჩესტერ სიტი ევროპალიგის ტრიუმფატორ სევილიას შეხვდა და ძირითად დროში 1:1 დაუზავდა, რეგლამენტით პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ინგლისურმა გრანდმა 5:4 მოოგო და ევროპული დუბლი შეასრულა.
პირველ ტაიმში სევილია იუსეფ ენ-ნესირის თავურით დაწინაურდა, მაგრამ მეორეში 21 წლის პალმერამ როდრის პასით წონასწორობა აღადგინა - 1:1. მიუხედავად იმისა, რომ პეპის გუნდი უეფას სუპერთასის დებიუტანტი იყო, გამარჯვება სწორედ მას დარჩა. აი, სევილია კი სუპერთასზე მეშვიდედ თამაშობდა და მხოლოდ პირველი მოიგო - 2006 წელს, მას შემდეგ ყველა მატჩში დამარცხებული დარჩა, მათ შორის 2015 წლის უეფას სუპერ თასზე თბილისში, ბარსელონას წინააღმდეგ.