აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან. ღონისძიება საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. საუბარი შეეხო დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის ყველა ჩართული მხარის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრბოდნენ.