საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, შეხვედრაზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას და საქართველოში ებრაული ინვესტიციების შემოსვლას.