ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად დაშავებული 25 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მართავდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება