საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები დასრულდა და დღეიდან მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა გააგრძელებს სამუშაოებს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 26 გარდაცვლილი, მათგან იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 7 ადამიანს ეძებენ.