დომინიკის რესპუბლიკის ქალაქ სან-კრისტობალში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 4 თვის ბავშვი იყო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთების შედეგად ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზეც გავრცელდა, რის გამოც ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.