ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ დატოვა. როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვის სოციალურ ქსელში იუწყება, გერმანული კონტეინერმზიდი „ჯოზეფ შულტე“ ოდესის პორტში 2023 წლის თებერვლიდან იდგა, ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება, უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით. მასზე 30 ათასი ტონა ტვირთია, მათ შორის, სამრეწველო დანიშნულების. როგორც კუბრაკოვი აღნიშნავს, დროებითი დერეფნით პირველ რიგში უკრაინის პორტებში- ჩორნამორსკში, ოდესასა და იუჟნიში ომის დაწყების გამო ჩარჩენილი ხომალდები ისარგებლებენ.