თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, დაფიქსირდა. სპეციალისტები ტემპერატურის მკვეთრ მატებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. წინა რეკორდი ქვეყანაში 2021 წლის 20 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსს მიაღწია