ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, მოწამვლის ახალ ტალღაში მოყვნენ- ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ინსაიდერის რუსული გამოცემა წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გასული წლის ოქტომბერში Novaya Gazeta-სა და Meduza-ს ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო მიუნხენში მოწამლეს, ერთი კვირის შემდეგ "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი, ირინა ბაბლოანი კი თბილისში, თითქმის იდენტური სიმპტომების წინაშე აღმოჩნდა. გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოწამვლის შესახებ გარემოებები განიხილა სხვადასხვა ექსპერტებთან, მათ შორის ქიმიური იარაღის სპეციალისტთან. ექსპერტების თქმით, სავარაუდოა გარეგან მოწამვლას ჰქონოდა ადგილი.