რა ეტაპზეა ქვეყანაში ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია, მთავარ გამოწვევად პოლარიზაცია რჩება, ამ პროცესის დასრულება კი ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. ამის პარალელურად ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 შეუსრულებელია. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყნის ვექტორი რუსეთისკენ მიმართა და ანტიდასავლური პროპაგანდა გააძლიერა.