26 გარდაცვლილი, 7 დაკარგული- შოვის ტრაგედიიდან მე-14 დღეს სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი. ის შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო. მეხანძრე მაშველების და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.