საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მსუბუქ ძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
„კატასტროფა ატლანტიკური ლუარას დეპარტამენტის ტერიტორიაზე მოხდა. პილოტი ყოფილი ჟურნალისტი, 71 წლის ჟერარ ლეკლერკი იყო. მგზავრთა შორის ყოფილი პოლიტიკოსის, რენე მონორის, რომელიც თავის დროზე საფრანგეთის განათლების მინისტრისა და სენატის სპიკერის პოსტებს იკავებდა, ქალიშვილი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, თვითმფრინავისა და დაღუპულების ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.