საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა, ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა. დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია.