საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ინფლაციის დაბალი დონე და ბიუჯეტის შესრულების დინამიკა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებლების მიხედვით კი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. მთავრობის მეთაურმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებაც მოისმინა ინფორმაცია.