26 გარდაცვლილი, 7 დაკარგული-ასეთია მონაცემები შოვის ტრაგედიიდან მე-14 დღეს. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. მეხანძრე მაშველების და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მხრიდან სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.