საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც უკვე საკურორტო ზონის 500 ჰექტარი გაანადგურა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აალება ესპანეთთან მოსაზღვრე აღმოსავლეთი პირენეების დეპარტამენტის ტერიტორიაზე მოხდა. ხანძარმა ერთ-ერთი კემპინგი გაანადგურა, მაგრამ დეპარტამენტში მდებარე ბევრი სახლის გადარჩენა მაინც მოხერხდა. ხანძარმა ადგილობრივ საავტომობილო გზებზე შეფერხებები გამოიწვია.