შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია საქართველოსთვის წევრები პოლიტიკურ ფარსს უწოდებენ და კვლავ აცხადებენ რომ აღნიშნულ კომისიას მხარს არ დაუჭერენ. სხვა ოპოზიციური პარტიების წარომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობენ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს ისინი არ მიესალმებიან დამატებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან მათივე თქმით საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია. რა შეფასებები კეთდება საკითხზე დეპუტატების მხრიდან და როგორ განმარტავენ საკუთარ პოზიციას პარტია საქართველოსთვის წევრები, მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის