სტატისტიკის ეროვბული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნებს, უმსხვილესი ინვესტორები არიან- გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ, ირლანდია, რუსეთი, ჩეხეთი, იაპონია, თურქეთი და ჩინეთი.