ეკვადორში კიდევ ერთი პოლიტიკოსი მოკლეს. მედიის ცნობით, ესმერალდასის პროვინციაში მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის „სამოქალაქო რევოლუციის“ ლიდერი, პედრო ბრიონესი საკუთარ სახლთან მოკლეს. მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუისა გონსალესის განცხადებით, ეკვადორი თავის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ეპოქას განიცდის. რამდენიმე დღის წინ ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი, ფერნანდო ვილა ვიჩენსიო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს.