შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარტია საქართველოსთვის წევრები კვლავ აცხადებენ რომ საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციის დანარჩენი წევრები კი კომისიის შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი პოზიცია უცვლელია. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიესალმებიან დამატებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. რა შეფასებები კეთდება საკითხზე.