სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 70 ათასი ჰა ფართობი სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოსაზღვრე ქვეყნებში აღინიშნება კალიების გავრცელების არეალის ზრდა. საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლირებადია.