ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა. მედიის ინფორმაციით, 3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით გააქტიურდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო. კატანიის მერმა ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ქუჩები ფერფლითაა დაფარული. ამასთან, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი შემამცირონ.