უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. მისი თქმით, კრემლს სურს უკრაინაში საომრად კიდევ რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი გაიწვიოს. სკიბიცკის განმარტებით, მასობრივი მობილიზაცია პუტინის რეჟიმისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. მისი თქმით, აგრესორმა სახელმწიფომ უკვე მიიღო მთელი რიგი კანონები და რეგულაციები, რომელიც სამხედრო კომისარიატებში გამოუცხადებლობისა და მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო სასჯელს ამკაცრებს.